დასახელება:
სასწ. პროც. დაგეგმვისა/სტუდ. წარმატების მენეჯერი - სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
სქილვილ
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"სქილვილის" კოლეჯი აცხადებს სტაჟირებას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და სტუდენტთა წარმატების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
ფუნქცია მოვალეობები:
** სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და ადმინისტრირებაში დახმარება;
** სასწავლო მასალებისა და ცხრილების დამუშავება;
** პროფესიული სტუდენტებისთვის / მსმენელებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროგრამის განმახორციელებელი პირების/პროგრამის ხელმძღვანელების/ტრენერების მიერ ჩატარებულ საათების აღრიცხვა
** მონაწილეობას იღებს სსსმ პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
** შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზების მხარდაჭერა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია განათლების მენეჯმენტის/ადმინისტრირების მიმართულებით);
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განათლების სფეროში განვითარების მოტივაცია.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** განაკვეთი: ნახევარი;
** არჩეულ კანდიდატს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, 6 თვიანი საგამოცდო ვადით.
** ვაკანტური ადგილი: 1.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
** კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება კომისიური წესით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მეილზე: a.idadze@skillwill.edu.ge, საბჯექთში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|