Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=670076&print=yes&view=jobs
 
Zara-ს მაღაზიის საოპერაციო ასისტენტ მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Zara-ს მაღაზიის საოპერაციო ასისტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: Cenomi Retail Georgia
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

"Cenomi Retail" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია Zara-ს მაღაზიის საოპერაციო ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, Grand Mall-ში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური ოპერირებაში ჩართულობა, ყოველთვიური გაყიდვების და მაღაზიის გეგმის მიზნების მისაღწევად.
** საწყობში ნივთების მოცულობის მუდმივი კონტროლი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მისი გადაჭრა.
** კოლექციის მიღების პროცესის ცოდნა და მასში მონაწილეობა.
** მიღების დროს აღმოჩენილი დანაკლისების შესახებ შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.
** ონლაინ შეკვეთის მომზადება მაღაზიის ტერიტორიაზე, შეკვეთასთან დაკავშირებით უმცროსს აუდიტორებთან და სატრანსპორტო კომპანიასთან კომუნიკაცია და კურიერისთვის გატანება.
** ფასდაკლებების მოსამზადებელ პროცესებში ჩართულობა
** ოპერაციული პროგრამების ღრმა ცოდნა, რათა შეუფერხებლად ჩაერთოს სამუშაო პროცესებში.
** სალაროს კონტროლი და სამუშაო პროცესში მოლარეების მხარდაჭერა.
** გასახდელების მუდმივი კონტროლი და ბრენდის სტანდარტების შესრულების სრულყოფა.
** საწყობის ორგანიზებაში ჩართულობა: სტანდარტები, განლაგება და წესრიგი.
** დაზიანებული ნივთების სწორად შეფასება და საწყობში გაგზავნის უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა მაღაზიაში
** მომხმარებლებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელთან კომუნიკაცია
** ჩართულობა დარბაზისა და საწყობის საოპერაციო გუნდის ტრენინგში, უნარების განვითარებასა და პროცესში ინტეგრაციის უზრუნველყოფაში.
** მენეჯერის და გუნდის თითოეული წევრის მიერ კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად დადგენილი უნიფორმებით სამსახურში გამოცხადების უზრუნველყოფა და მათი იერსახის შენარჩუნების კონტროლი.
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, შვებულებებისა, პიკის სააათებისა და დასვენების დღეების გათვალისწინებით, ისე რომ მაღაზიაში ყოველთვის იმყოფებოდნენ სათანადო ოდენობის თანამშრომლები ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით.
** კომპანიის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პროცესების ცოდნა, დაცვა და კონტროლი.
** მუდმივი კომუნიკაცია მენეჯერთან ყველა ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ექნება მაღაზიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ან უფრო მაღალი აკადემიური ხარისხი.
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე hrgeo@cenomi.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მაღაზიის საოპერაციო ასისტენტ მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია