დასახელება:
ელექტროობისა და სუსტი დენების მიმართულების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
LAYOUT
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სრული საინჟინრო სისტემების (MEP) ინსტალაციას და ექსპლუატაციის შემდგომ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
"LAYOUT Projects" წარმოადგენს "Baumer - ბაუმერი"-ის მრავალპროფილურ საინჟინრო - საპროექტო კომპანიას, რომელიც BIM სტანდარტების გამოყენებით აერთიანებს უმაღლესი დონის სპეციალისტებს . გუნდი სრულად ითვალისწინებს პროექტის ვადებსა და მოქმედი რეგულაციების დაცვას და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებით წარმატებით ახორციელებს როგორც სამოქალაქო ისე ინდუსტრიულ პროექტებს.
"LAYOUT Projects" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობისა და სუსტი დენების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ელექტროობისა და სუსტი დენების სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის კოორდინაცია, გუნდის წევრების დელეგირება;
** პროექტის პირველადი შესწავლა და ტექნიკური მხარის სრულად შეფასება;
** დამკვეთთან ტექნიკური გადაწყვეტების კონსულტირება;
** საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბება / დამკვეთის მხრიდან მოთხოვნა;
** გეგმის/გრაფიკის ჩამოყალიბება და საპროექტო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა;
** მიმართულებების ტექნიკური შესრულების განვითარებაში ჩართულობა;
** მომიჯნავე სპეციალისტებთან _ მექანიკურა, არქიტექტურა, დიზაინი, კონსტრუქცია კოორდინაცია;
** Shop drawings & as built _ნახაზების მომზადების გამოცდილება;
** საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია და პროექტების ანგარიშების მომზადება;
** პროექტირების პროცესში კორექტირების და ცვლილებების მართვა;
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და საქმის წარმოების გამოცდილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საჭიროების მიხედვით უკუკავშირის გაცემა;
** ყოველკვირეული რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კორპორატიული კულტურის გათვალისწინება;
** BMS ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული უნარები:
** უმაღლესი განათლება - ელექტრო ინჟინერია ან ახლად დაკავშირებული მიმართულება;
** მინიმუმ 5 წლის გამოცდილება ელექტროობის და სუსტი დენების სისტემების საპროექტო საქმიანობაში,
** გუნდის მართვის გამოცდილება და ტექნიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
** AutoCAD MEP, Eplan, Ecodial, Rapsod, Dialux ჩაითვლება უპირატესობად;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
სამუშაო განაკვეთი - სრული, 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით - შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|