დასახელება:
უფროსი QA ტესტერი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 550-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში უფროსი QA ტესტერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ელიზბარ მინდელის #3.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის ტესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ანალიზი;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სტრატეგიის მომზადება ფუნქციონალური საჭიროებების მიხედვით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სცენარის (test-case) მომზადება და შესრულება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების გეგმების (test-plan) მომზადება და შესრულება;
** ორგანიზაციაში არსებული ტესტირების მიდგომების მიხედვით დეველოპმენტისა და რეგრესული ტესტირების დაგეგმვა და შესრულება;
** ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების (bugs) შესახებ დოკუმენტაციისა და რეპორტების მომზადება;
** ტესტირების პროცესის ფარგლებში ტესტერების გუნდის წევრების მენტორობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტი; ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** QA მეთოდოლოგიის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
** ვებ და მობაილ აპლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება;
** ტესტ ქეისების შექმნის, ორგანიზებისა და შესრულების გამოცდილება;
** დეველოპმენტისა და რეგრესული ტესტირების გამოცდილება;
** ფართო მასშტაბიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
** ბაზებთან (რელაციური და არარელაციური) მუშაობის გამოცდილება;
** API ტესტირების ხელსაწყოების ცოდნა და API ტესტირების გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების: Jira Software; Postman; Swagger; Zephyr/Testrail; Figma, Balsamic, Draw.io ან/და სხვა; MS Office ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Senior QA Tester"
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 ოქტომბერი, 2025 წელი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|