Робота для біженців з України
ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საზედამხედველო და მაკონტროლებელი ორგანოებისათვის კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების მიწოდება დადგენილ ვადებში;
** ბანკის ფინანსური მონაცემების ფინანსურ სტანდარტებსა და რეგულაციებში შეტანილი ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის არარეგულარული ფინანსური მონაცემების მიწოდება;
** საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე