დასახელება:
FINA-ს ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ოტო მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას FINA-ს ოპერატორის (დისტრიბუციის მიმართულება) პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე, დასვენება კვირაში 1 დღე.
გრაფიკი: 09:30-18:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: მცხეთის რ-ნი სოფ წეროვანი
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა, გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე)
სამუშაო სპეციფიკა-საოფისე
მოვალეობები:
** აღრიცხვის სისტემა `FINA`-ში ინფორმაციის ასახვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. კანდიდატს აქვს შეხება რეალიზაციებთან, უკან დაბრუნებებთან. დაბრუნებებში იგულისხმება ვერ გამომდგარი ნივთის / დეტალის პროგრამულად დაბრუნება. არ აქვს შეხება სალაროსა და თანხასთან.
** ელ.ზედნადებების გამოწერა და ატვირთვა RS.GE ზე.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურად განახლება, რეპორტის მომზადება და მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისათვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება;თუ არ ექნება კანდიდატს გამოცდილება, შევასწავლით ადგილზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; კონკრეტულად ექსელის სამომხმარებლო დონეზე ფლობა. FINA-დან რეპორტის ფორმით ამოსული ექსელის ფაილის წაკითხვა და გაანალიზება რომ შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა რომ შეძლოს.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy1@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 180 383
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|