დასახელება:
ლოგისტიკის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
გარდაბნის თბოსადგური 2
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება: 3000-4000 ლარი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
** სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან
ბენეფიტები:
** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით.
კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:
** შესყიდული საქონლის მიმწოდებლისგან მიღებულ განაცხადებზე ფინანსური სამსახურის მხრიდან თანხის გადარიცხვის შემდგომ, შესასყიდი ტვირთის გადაზიდვის მომსახურებით უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება ადგილობრივ ან გარე ბაზარზე; მოლაპარაკებების წარმოება და დამკვეთისათვის მაქსიმალურად სასარგებლო გადაზიდვის წინადადების წარდგენა; ტვირთის პარამეტრების დაზუსტება (მეტი დეტალიზირება) დამკვეთთან/განაცხადის შემსრულებელთან მჭიდრო კომუნიკაციით. ყოველგვარი გადაზიდვის შესახებ ინფორმაციის შეთანხმება ხელმძღვანელთან;
** ტვირთის განბაჟება; დოკუმენტაციის მომზადება საბაჟოზე წარსადგენად; მებაჟესთან მჭიდრო კომუნიკაცია; საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა;
** ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** საბაჟო პროცედურებთან (იმპორტ/ექსპორტის) დაკავშირებული ნებართვების მოპოვება სახელმწიფო სტრუქტურებიდან.
** ტვირთის მოძრაობის სრული ციკლის მანძილზე დაკვირვება, კონტროლი და დამკვეთის/განაცხადის შემსრულებლის დეტალური ინფორმირება;
** გარკვეული სახეობის მასალის/მომსახურების შესყიდვაზე სატრანსპორტო - სასაწყობე კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება. შემოთავაზებული წინადადების გაანალიზება სარგებლიანობის კუთხით. საჭირო პარამეტრების, დეტალების, ვადების, ღირებულების დადგენა და ინფორმაციის გადაცემა დამკვეთისათვის შესათანხმებლად. დამკვეთი-ინიციატორის მიერ წარმოდგენილი სახელშეკრულებო განაცხადის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზებაში დახმარება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად; ხელმოწერების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** ახალი მომწოდებლების გაცნობა ბაზარზე, კომუნიკაციის დამყარება - შემდგომი თანამშრომლობისათვის;
** სამომავლო პოტენციური გადაზიდვის ლოჯისტიკის კუთხით ჩასატარებელი ფასთა კვლევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენისას, კონკრეტული მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება მასალის/მომსახურების/გადაზიდვის საორიენტაციო ფასებზე დეპარტამენტის ხელმძღვანელისათვის;
** შესყიდულ მასალაზე/მომსახურებაზე გადახდილი თანხის დანაზოგების კვლევა, დინამიკაში დაკვირვება, რეპორტინგის წარმოება კონკრეტული მიმართულებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებისა ან საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება გადაზიდვებისა და საბაჟო საკითხების მიმართულებით.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საბაჟო-საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
კომპიუტერული უნარები:
** Microsoft Office
** Word
** Excel
** Outlook
** Microsoft Teams
** OneDrive
პიროვნული და პროფესიული უნარები:
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** სიტუაციების სწორად შეფასების, მნიშვნელობის, რისკისა და აუცილებლობის განსაზღვრისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების დროული მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** პროფილური სამუშაო სპეციფიკის დამოუკიდებლად გაძღოლისა და მართვის უნარი;
მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2025 წლის 7 ოქტომბრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შენიშვნა:
კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|