Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=669186&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე Zion.ge.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (5 სამუშაო დღე) 10:00-18:00.
ხელფასი: 1500 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გარეშე, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე დასაქმებულისთვის დასაკავებელი საპენსიო შენატანის ჩათვლით).

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება და შესაბამისი გატარებების მიცემა;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა (ხარჯების, მარაგების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ.);
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** საგადასახადო პორტალზე (RS.GE) მუშაობა;
** ყოველთვიური/წლიური ფინანსური რეპორტინგის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება: შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა და სხვა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების სპეციალობით (სასურველია);
** ბუღალტრული აღრიცხვის კურსების სერტიფიკატი (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ უძრავი ქონების/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** საგადასახადო პორტალზე (RS.GE) მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე, IFRS სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (Excel-ის კარგად ცოდნა აუცილებელია).

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@zion.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია