Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ABG Consulting
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"ABG Consulting" წარმოადგენს მსხვილ საბუღალტრო-საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც წარმატებით ემსახურება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

კომპანიის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 1200-ს აღემატება. კადრების პროფესიული ზრდის მიზნით ტარდება მუდმივი სტაჟირებები და ტრენინგები. სამიზნე სეგმენტის გაფართოების მიზნით კომპანია გამუდმებით სთავაზობს მომხმარებლებს ახალ, მრავალფეროვან და გაუმჯობესებულ მომსახურებებს, რაც თავის მხრივ ახალი ბაზრის ათვისებას უწყობს ხელს.

კომპანია "ABG CONSULTING" აცხადებს ბუღალტერ-ოპერატორის ვაკანსიას, რომელმაც მომსახურება უნდა გაუწიოს კომპანიის კლიენტს, სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" ტერიტორიაზე.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რეზიუმეს საფუძველზე ორ ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - 800-1000 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: abglekishvili@gmail.com. რეზიუმეს დაურთეთ სურათი, სამუშაო გამოცდილებაში მიუთითეთ კომპანიის დასახელება, საიდენტ.კოდი, დირექტორის სახელი და გვარი და მუშაობის პერიოდი. მიუთითეთ რომელ ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე