Робота для біженців з України
საწყობის/სხვა მატერიალური მარაგები მართვის დეპ. ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის/სხვა მატერიალური მარაგები მართვის დეპ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის და სხვა მატერიალური მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

კომპანია "შ.პ.ს. ელ+" (http://www.elplus.ge/) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრაფად მზარდ კომპანიას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. ელ+ ფლობს საწარმოს რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით სადაც მეტალის ლისტებისგან იწარმოება სხვადასხვა სახის სახანძრო ინვენტარი. მათ შორის: ცეცხლმედეგი კონსტრუქციები და ფასადები, ცეცხლმედეგი კარი, ცეცხლმაქრები, სახანძრო კარადები, სტელაჟები, სხვა მეტალის მსუბუქი კონსტრუქციები და რთული დეტალები.

ვეძებთ მონდომებულ, მოწესრიგებულ და ყურადღებიან კადრს, რომელსაც არ ეშინია გამოწვევების და მზად არის სწავლის და განვითარებისთვის.

გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს ახალგაზრდულ გუნდში და სწრაფი განვითარების პერსპექტივას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი/სოფელი გამარჯვება;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ- 18:00 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდული მასალების მიღება, დასაწყობება და აღრიცხვა 1C პროგრამაში;
** პროდუქციის გაცემის და მიღების პროცედურის დახვეწა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მარაგების კონტროლი და პროდუქციის მოძრაობის პროგრამული ანალიზის წარმოდგენა;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საწყობის მოწესრიგება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მუდმივი მუშაობა საწყობის გაციფრულებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე;

ძირითადი მოთხოვნები:

** 1C პროგრამის ცოდნა;
** საწყობის მენეჯმენტში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: განიხილება გამოცდილების შესაბამისად

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის და სხვა მატერიალური მარაგების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე