დასახელება:
მოლარე რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
საზღვაო ჰოსპიტალი
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე რეგისტრატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-17:00), შაბათი - (10:00-13:00)
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;
** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება და დღის დახურვა სალაროში;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: ჩაითვლება უპირატესობად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: office@mh.com.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე რეგისტრატორი".
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 23 ოქტომბერი.
|
|
|
|