Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=669118&print=yes&view=jobs
 
ვიპ ლაუნჯის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიპ ლაუნჯის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ვიპ ლაუნჯის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - ქუთაისი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - 3270 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინირება.
** ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი (დღიური/თვიური ბრუნვა, ხარჯები, მოგება).
** ინვენტარის და მარაგების კონტროლი, მათი განახლების, ჩანაცვლების საჭიროებების გამოვლენა და დადგენილი წესების შესაბამისად სათანადო პროცესების ინიცირება.
** პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** სერვისების გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება.
** მომსახურე აღჭურვილობის, ავეჯის, სამზარეულო ტექნიკის დაზიანებისას, შეკეთების მიზნით დადგენილი წესების შესაბამისად სათანადო პროცესების ინიცირება.
** მომსახურების პროცესების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და კონტროლი.
** ხარისხის სტანდარტების დაცვა ყველა საფეხურზე (სამზარეულო, მომსახურება, სისუფთავე).
** მაღალი დონის მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.
** მომხმარებელთა უკუკავშირის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
** ლაუნჯის პერსონალის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება. მომსახურე პერსონალის მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სწავლებების შემუშავება, დაგეგმარება და კონტროლი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმის თანაბრად გადანაწილება, მათთვის სიახლეების დროული გაზიარება და სწავლების პროცესში ჩართულობა
** სერვისში მომუშავე პერსონალის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა და ეფექტური მართვა.
** სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვა, პერსონალის ცვლის გრაფიკის შემუშავება და ოპტიმიზაცია.
** ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესება.
** მომხმარებლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
** სერვისების დაგეგმვა და კოორდინაცია (კატერინგი, დასუფთავება, და სხვ.).
** უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა და მათი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან ტურიზმის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სარეზერვაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგად ცოდნა.

ენები: ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია