Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge/

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის #6
ანაზღაურება: 1500 - 1800 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** FITPASS

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიხედვით პროდუქციის აგროვება და დისტრიბუციისთვის გამზადება;
** საწყობში მისაღები ტვირთვისთვის შესაბამისი სივრცის მომზადება;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის შიდა გადაადგილება და ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე