დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
AS Georgia
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
შპს "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური ანალიტიკოსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანალიზის მომზადება;
** ანგარიშგების რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის.
** მომგებიანობის გამოთვლა და ანალიზი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
** საოპერაციო ხარჯების ანალიზი;
** წლის და თვის ბიუჯეტების ფორმირება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა.
** IFRS რეპორტინგის ცოდნა, ფინანსური ანგარიშგებების შედგენა და აუდიტორებთან მუშაობაში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელი 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სექტორში და აუდიტორიულ კომპანიებში;
** Excel-ის ცოდნა უმაღლეს დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@asgeorgia.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|