Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668983&print=yes&view=jobs
 
წარმოების ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 19 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ორგანული წვენების საწარმოში წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, სანზონა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლებით (08:30-17:30 ; 09:00-18:00; 12:00-21:00;)
დასვენება : კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები

** წარმოების გეგმების შესრულების ორგანიზება და ცვლის განმავლობაში კონტროლი.
** სამუშაოს სწორად განაწილება თანამშრომლებს შორის და პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა.
** ტექნოლოგიური პროცესის თითოეული ეტაპის მონიტორინგი (ხარშვა, კუპაჟი, ჩამოსხმა, პასტერიზაცია, ეტიკეტირება, შეფუთვა, პალეტიზაცია).
** ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის სწორად გამოყენებისა და გადაადგილების ზედამხედველობა.
** ხარისხის, ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP, GMP, ISO).
** ცვლის პერსონალის მართვა: ახალ თანამშრომელთა ინსტრუქცია, დისციპლინის კონტროლი, მოტივაცია და უკუკავშირი.
** ტექნიკურ სამსახურთან თანამშრომლობა დანადგარების გაუმართაობის დროულად აღმოსაფხვრელად.
** ცვლის ანგარიშგების მომზადება: წარმოებული ერთეულები, წუნდებულები, გაჩერებები და სხვა მაჩვენებლები.
** წარმოების პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ, საინჟინრო ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია).
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწარმოო სფეროში, მათ შორის 1+ წელი ზედამხედველის/მენეჯერულ პოზიციაზე.
** წარმოების პროცესების, ხარისხის კონტროლის და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
** გუნდური მუშაობის, ლიდერობის და კომუნიკაციის მაღალი უნარები.
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office,) ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
** კომუნიკაბელურობა და თანამშრომლობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ბმულზე https://georgiasnatural.selfrecruit.ge/s/xmph

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია