Робота для біженців з України
ჩამოსხმის ოპერატორ/მექანიკოსი - თბილისი, ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამოსხმის ოპერატორ/მექანიკოსი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 19 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ორგანული წვენების საწარმოში ჩამოსხმის ოპერატორ/მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა დანადგარების გამართულ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: ყვარელი, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორია. თბილისი, გურამიშვილის გამზირი

ფუნქცია-მოვალეობები

** ჩამოსასხმელი დანადგარის მართვა/ექსპლუატაცია;
** დანადგარის პარამეტრების გადაწყობა დაგეგმილი ჩამოსხმის შესაბამისად;
** ჩამოსხმის პროცესის მართვა და ჩანაწერების წარმოება;
** CIP რეცხვების უზრუნველყოფა;
** დანადგარის პირველადი ტექნიკური მომსახურება: ფილტრების გამოცვლა, შეპოხვები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური მიმართულებით;
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები

** მექანიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ბმულზე https://georgiasnatural.selfrecruit.ge/s/Wz1R
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე