Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668952&print=yes&view=jobs
 
ვებ კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
"მეგატექნიკა" უკვე 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Hisense, Samsung, LG, Electrolux, AEG, Simfer, Philips, Delonghi, Lenovo, Acer და სხვა.

პოზიცია ექვემდებარება მარკეტინგის ხელმძღვანელს და მოიცავს თანამშრომლობას შიდა გუნდთან.

პოზიცია: ვებ კონტენტ კრეატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140
ვებ გვერდი: https://www.megatechnica.ge/ge

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ონლაინ მაღაზიისთვის ტექსტური, ვიზუალური კონტენტის შექმნა, განახლება და საიტზე ატვირთვა;
** პროდუქტების კომერციულად და ფუნქციურად მიმზიდველი აღწერების მომზადება (SEO მოთხოვნების გათვალისწინებით);
** ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქტების ნაშთების მონიტორინგი, ქსელში არსებული ფასდაკლებების დროულად განთავსება და ბოლო ერთეულების საიტიდან წაშლა.
** საიტის სტრუქტურისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** კონკურენტების ვებ კონტენტის მონიტორინგი და ანალიტიკა;
** საჭიროების შემთხვევაში, ონლაინ საკომუნიკაციო ჯგუფის დახმარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (ჟურნალისტიკა, მარკეტინგი, კომუნიკაციები ან დაკავშირებული სფერო);
** გამოცდილება კონტენტ მენეჯმენტში ან ქოფირაითინგში ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერილობითი კომუნიკაცია, ქართულისა და ინგლისურის ცოდნა;
** SEO-სა და საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შემოქმედებითი აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარების შესაძლებლობას;
** სწავლასთან მორგებულ გრაფიკს;
** მეგობრულ გუნდში მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: marketing@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ვებ კონტენტ კრეატორი".

მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია