Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668935&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოლარე-ოპერატორი.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** სავალუტო ოპერაციების წარმოება.

მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სავალუტო);
** სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ALTA-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ადვილად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 22/10/2024. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია