Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668901&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ექსპრეს კაპიტალ +" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორისა და ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 (ერთი ათასი) ლარი + ბონუსი კონვერტაციისა და შექმნილი პორტფელის მიხედვით.
თვის გეგმა: ყოველთვიური შესასრულებელი გეგმა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ენები: ქართული, ინგლისური (სასურველი), რუსული (სასურველი)

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს პროფესიონალურ დონეზე შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც).

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
** KYC კითხვარის შევსება.

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://ecplus.ge/index.php/ka/ ან FB გვერდზე: https://www.facebook.com/saved/?cref=28

შეტყობინება: მისო "ექსპრეს კაპიტალ +" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისათვის ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, მისოს მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, მისომ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ მისომ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქცემოდ მითითემულ მაილზე.

მისოს გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია