დასახელება:
1C სისტემის არამედის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას 1C სისტემის არამედის ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 1C სისტემასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების (1C ERP ფინანსური მოდულები, MS Excel) სრულყოფილი ფლობა;
** კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გაწონასწორებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემთა ბაზების მოწესრიგება (ნომენკლატურა/ასორტიმენტი, მომწოდებლები, კლიენტები); სისტემაში რეგისტრაცია, ფასების მინიჭება, ცვლილება და განახლება;
** შესყიდვების დოკუმენტების რეგისტრაცია სისტემაში; ზედნადებების ჩამოტვირთვა; შიდა გადაადგილებების გაფორმება;
** ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების დოკუმენტაციის მართვა; შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება მომწოდებლებისთვის; ობიექტებთან კომუნიკაცია და მონაცემების განახლების უზრუნველყოფა;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 08.10.2025 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 373161.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/C6lG6gJcFM
|
|
|
|