დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სიტყვის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"სიტყვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
"სიტყვის აკადემია" თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა მოზარდებისთვის, რომელიც 7-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენი ახალი პროექტი ემსახურება იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია მათთვის ჯანსაღი ფსიქო-სოციალური ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის.
ჩვენს შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://wordacademy.ge/
"სიტყვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და ორგანიზებულ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც ბრენდის განვითარებასა და სოციალურ ქსელებში ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაზე იზრუნებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კონტენტის სტრატეგიის შემუშავება - წინასწარ დაგეგმოს თემები, მიმართულებები, (კრეატიული ნაწილი სრულად მას დაექვემდებარება);
** კონტენტის კალენდრის მართვა - წინასწარ განსაზღვროს, რა, როდის და სად დაიდება;
** კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია - იდეების გადაცემა ვიდეოგრაფს, ქოფირაითერს, გრაფიკოსს;
** ტრენდების ანალიზი - გააანალიზოს რა მუშაობს TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და მოარგოს ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას (სოც. ქსელების მორგება ახალ ტენდენციებზე);
** Email Marketing / Newsletter - რეგულარული საინფორმაციო წერილების მომზადება და მათი ეფექტიანობის ანალიზი, თანამშრომლობის განვითარება;
** სტატისტიკის მონიტორინგი და ანალიზი - შედეგების რეგულარული შესწავლა (ფოლოვერების ზრდა, ჩართულობა, CTR და სხვა KPI-ები, კვირის/თვიური რეპორტები და რეკომენდაციები);
** როგორ და რა გზებით აღსრულდეს მარკეტინგის მენეჯერის მიერ მოფიქრებული კამპანია;
** კომუნიკაცია აუდიტორიასთან - ამ ჭრილში სოც. მედია მენეჯერი პასუხისმგებელია მხოლოდ ხარისხის კონტროლზე.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება (სასურველია 1+ წელი);
** თანამედროვე ტენდენციების ცოდნა და კრეატიულობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური უნარები და შედეგებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, გუნდში მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, იმუშაოთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე;
** პროფესიულ განვითარებასა და მუდმივ სწავლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ჰიბრიდულ რეჟიმს;
** გუნდს, რომელიც აფასებს ინიციატივასა და ახალ იდეებს;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: info@wordacademy.ge.
Subject-ში მიუთითეთ: "სოციალური მედიის მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი, 2025 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
შენიშვნა: თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "სიტყვის აკადემიის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|