Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სტრონგ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სტრონგ ჰაუსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საქმიანობის სფერო: ბეტონის წარმოება
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (10:00 - 18:00, 1 საათი შესვენება)
ხელზე ასაღები ხელფასი: ფიქსირებული 2000-2500 ლარი (+ ბონუსი
გაყიდვებიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, დამტკიცებული გეგმის შესრულება.
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა.
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების სწორად წარმოება.
** თვეში ორჯერ, გაყიდვების დეტალური რეპორტის მომზადება.
** კონსიგნაციით გაყიდული საქონლის ან მომსახურების ვადების კონტროლი, ვადების გადაცილების თავიდან აცილების მიზნით კლიენტის შეხსენება.
** გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ორგანიზება.
** პერიოდულად კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოკვლევა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, პოზიციასთან და მოვალეობებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება
** მსგავს პოზიციაზე 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად
** მუშაობის უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, იყოს მომხმარებელზე
** ორიენტირებული, თავაზიანი, და კეთილგანწყობილი

CV გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: info@cem-x.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე