დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
დეგუსტო
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
კაფეტერიათა ქსელი "დეგუსტო" 10 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ბოლო რამდენიმე წელია ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია თბილისის მასშტაბით 24 ფილიალით, 2 საწარმოთი და 500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის ხარისხი, ხელმისაწვდომობა, თანამშრომლებზე ზრუნვა და განვითარება დაარსების დღიდან მთავარი ღირებულებაა.
"დეგუსტო" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 800-900 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული ან ნახევარი სამუშაო განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
** მომხმარებლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება
** პროდუქციის დახლზე პრეზენტაბელურად წარდგენა და სტუმარ-მასპინძლობის ეტიკეტის დაცვა.
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მენიუში შემავალ პროდუქტებზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური დასაქმება სწრაფად მზარდ ქსელში გამოცდილების გარეშე
** მოქნილი გრაფიკი — სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** სრულად უზრუნველყოფილი კვება
** დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 59 70 70.
|
|
|
|