Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
NB Dental-ნინო ბერიძის კლინიკა - აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც წარმართავს ქოლცენტრის ოპერაციებს და ეფექტურად მართავს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების ეფექტურად განხორციელება;
** პაციენტების ჩანაწერების განხორციელება, ჩანიშვნები და ცვლილებების დაფიქსირება CRM სისტემაში;
** ზარების დროს ინფორმაციის სწორად და მკაფიოდ მიწოდება კლინიკის სერვისებისა შესახებ;
** პაციენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა ემპათიური და პროფესიონალური კომუნიკაციის სტილით;
** პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვა კლინიკის შიდა სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულები; (მაგრამ არა აუცილებელი)
** კომუნიკაციისა ძლიერი უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე მოტივირებული
** საოფისე პროგრამების და CRM სისტემების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული - სასურველი

სამუშაო განაკვეთი:

** სრული სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 40 საათი
** ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 70 ბ (სითი მოლის გვერდით)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გუნდის შედეგებზე დაყრდნობით
** მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას
** კომფორტულ, კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
** თანამედროვე სამუშაო ტექნოლოგიებსა და CRM სისტემებს
** ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას კლინიკის შიგნით

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე career@nbdental.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე