Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პალიტრა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"პალიტრა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანია "ბიბლუსის" და "პეპელას" ქოლცენტრში შემომავალი ზარების ოპერირება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა;
** ზარების სპეციალურ პროგრამაში სრულყოფილად და უშეცდომოდ აღრიცხვა;
** პრეტენზიული ზარების იდენტიფიცირება და სტატუსების მართვა;
** გამავალი ზარების სხვადასხვა სატელეფონო პროექტში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული ინფორმაციის ელექტრონული აღრიცხვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციისა (გაიდლაინის) და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
** სხვა, კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში მხოლოდ ერთი, კვირა დღე 10:00-18:00 საათები.
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე