დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გიანთი მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"გიანთი მოტორსი" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების სერვის-ცენტრს, რომელიც 2017 წელს დაარსდა და მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია ფართოვდება და შესაბამისად იზრდება თანამშრომლების რაოდენობაც.
ამჯერად ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
** ბაზრის ანალიზი, ახალი კლიენტების მოძიება სხვადასხვა წყაროს გამოყენებით (ონლაინ პლატფორმები, გამოფენები, რეკომენდაციები, ცივი ზარები და ა.შ.);
** კონკრეტული სამიზნე სეგმენტების გამოყოფა, მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების ჩატარება, კომპანიის სერვისებისა და პროდუქციის დეტალურად გაცნობა; აქტიური მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების განხილვა და შეთანხმება;
** კლიენტებთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება, მათი საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი და დამატებითი სერვისების შეთავაზება;
** პერიოდული რეპორტების მომზადება გაყიდვების სტატუსზე და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
პირობები:
** სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი: 09:00-14:00
** სამუშაო ადგილი: ლილოს მიმდებარე ტერიტორია (https://maps.app.goo.gl/7KSpP1eSW3tuWWQ79)
** ხელფასი: ხელზე ასაღები + ბონუსები
გახსნილი ვართ ნებისმიერი მოთხოვნისთვის, გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|