Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: შოურუმი/მაღაზია
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ჩვენ ვართ ბარის ინვენტარის შოურუმი/მაღაზია, რომელიც ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლად მართავს სივრცეს, მოემსახურება კლიენტებს და მიხედავს შეკვეთებს.

ვეძებთ მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** ინვენტარის დანიშნულების ზუსტად ცოდნა და ახსნა
** ადგილზე გაყიდვების განხორციელება (პატარა შეკვეთებზე)
** შეკვეთების გაფორმება და კურიერთან გადაგზავნა (დიდ შეკვეთებზე)
** სალაროსთან და შეკვეთებთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ბარის ინვენტარის ზოგადი ცოდნა ან სწრაფად შესწავლის უნარი
** კომპიუტერული უნარები საბაზისო დონეზე

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამსახური მყუდრო გარემოში
** მეგობრული მიდგომა და კომუნიკაცია

ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებული)
სამუშაო ადგილი: თბილისი გულიას 4 (ორთაჭალა)
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, 12:00-20:00

პასუხისმგებლობიანი და დამოუკიდებელი პოზიცია ერთი ადამიანისთვის.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: vakansia.maghazia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე