Робота для біженців з України
ბაზრის შესწავლის და ანალიზის განყოფილების წამყვანი სპეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაზრის შესწავლის და ანალიზის განყოფილების წამყვანი სპეც.
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ბაზრის შესწავლის და ანალიზის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვებთან დაკავშირებული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება (მათ შორის პოტენციური მიმწოდებლების მოძიება, სავარაუდო ღირებულებების დადგენა, მიწოდების ვადების განსაზღვრა და სხვ.);
** ბაზრის კვლევა და ფასების მონაცემების შეგროვება/ანალიზი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა საუკეთესო პირობების მისაღებად;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების დაზუსტება შესაბამის სტრუქტურებთან;
** პოტენციური მიმწოდებლების ელექტრონული ბაზის წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებში და/ან ბაზრის კვლევაში;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებით დამტკიცებული "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული "კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები";

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და მოლაპარაკებების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ადაპტაციის უნარი ცვლილებებთან მიმართებით;
** პროფესიონალიზმი და შედეგზე ორიენტირებულობა.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ბაზრის შესწავლის და ანალიზის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე