Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668538&print=yes&view=jobs
 
საწყობის ბუღალტერ-ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ბუღალტერ - ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ანაზღაურება: 1000 ლარი (გადასახადების გარეშე)

რას გთავაზობთ:

** ინდივიდუალური სოციალური პაკეტები.
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება პროგრამულად;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა;
** სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება-გამოწერა;
** სხვა მარტივი ინფორმაციული მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;
** განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება;
** სასაქონლო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/პროფესიული/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უმცროსი/დამხმარე ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ბუღალტრული პროგრამის ბალანსი / 1C ცოდნა სასურველი;
** საოფისე პროგრამები ცოდნა, სამუშაოს შესასრულებლად.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან;

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: jobs@cs.ge

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია