Робота для біженців з України
მარკეტინგის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Tbilisi Holding Company
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია "Tbilisi Holding Company" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის/Chief Marketing Officer (CMO) პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო ფორმატი: დისტანციური (ფიზიკურად კვირაში 1-ხელ)
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

ჩვენს შესახებ

"თბილისი ჰოლდინგი" (THC) დაარსდა 1994 წელს და დღეს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს ჯგუფს წარმოადგენს. კომპანია საქმიანობს სხვადასხვა სექტორში: საცალო და საბითუმო ვაჭრობა, საკვები პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია, სუპერმარკეტების ქსელი, კვების წარმოება და უძრავი ქონება. THC ამარაგებს საქართველოს მასშტაბით 5, 000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს 500-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქტით. იხილეთ მეტი ინფორმაცია: https://www.tbilisiholding.com/

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ეფექტურობის შეფასება
** ბაზრის კვლევა, მომხმარებლის საჭიროებებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა და თანამშრომელთა ეფექტური მართვა
** ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაძლიერება
** გაყიდვების გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
** გარე პარტნიორებთან (სარეკლამო სააგენტოები, მედია და სხვა) ურთიერთობა • KPI-ების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics, Meta Ads Manager, SEO და სხვა)
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კრეატიულობა, ინოვაციური ხედვა და პრობლემის გადაჭრის უნარი
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები
** გუნდის მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: careers@conceptdigital.com

(Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე