Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668492&print=yes&view=jobs
 
IBT სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში - ABA
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IBT სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში - ABA
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპეროს" ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგ კურსს - IBT (ქცევის საერთაშორისო თერაპევტის) სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში (ABA)

ტრენინგ კურსი აღიარებულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO - International Behavior Analysis Organization® - https://www.theibao.com/) მიერ.

კურსი განკუთვნილია პროფესიული კომპეტენციის ამაღლების/ახალი კომპეტენციის დაუფლების მსურველთათვის:

** ფსიქოლოგებისთვის
** ბაღის და სკოლის მასწავლებლებისთვის, მათ შორის სპეციალური მასწავლებლებისთვის
** ფსიქოლოგიის მომიჯნავე სფეროებში მომუშავე სპეციალისტებისთვის
** სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის
** ყველა დაინტერესებული პირისთვის

კურსის შინაარსი:

45 საათის მოცულობის თეორიულ ნაწილს, რომელიც მოიცავს:

** ბავშვის ნეირო-განვითარების დარღვევები და მდგომარეობები
** ქცევის დეფინიცია და ქცევის სახეები
** ქცევის მართვის საბაზისო ცნებები
** ქცევის მართვის და უნარების ფორმირების მიდგომები
** სამეტყველო (ვერბალური) ქცევის უნარების შეფასება და ფორმირება
** უნარების სწავლება ABA-ზე დაფუძნებული მეთოდებით
** პრობლემური ქცევების შეფასება და მართვა
** ეთიკური პრაქტიკა და პროფესიონალიზმი

ტრენინგ-კურსს უძღვება თეა ჩანადირი, მედიცინის დოქტორი, განვითარების და ქცევის პედიატრი, ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი (IBA) - სუპერვიზორი.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
სწავლების ფორმატი არის ჰიბრიდული
სწავლების ენა: ქართული
ფინალურ გამოცდაზე დასწრება სავალდებულოა ადგილზე მოსვლით.

პროსპეროს კლინიკაში კურსის წარმატებით გავლის, ფინალური გამოცდის ჩაბარების და სუპერვიზიის ქვეშ პრაქტიკული საათების (40 საათის)დაგროვების შემდეგ გექნებათ შესაბამისი კომპეტენცია და დოკუმენტაცია, რათა ცენტრის ბაზაზე ჩააბაროთ საერთაშორისო ონლაინ გამოცდა IBAO-ს საგამოცდო ცენტრში და გახდეთ საერთაშორისო ქცევის თერაპევტი (IBT)

ასევე წარმატებულ კურსდამთავრებულებს გეძლევათ საშუალება დასაქმდეთ და იმუშაოთ სუპერვიზიის ქვეშ ჩვენი ცენტრის ფარგლებში.

ტრენინგის თეორიულ კურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/JSuXh9iGg9VNo4qd8

სასერტიფიკატო კურსის დაწყების თარიღი: 06.10.2025 წელი

თეორიული კურსის ღირებულებაა 400 ლარი.

პრაქტიკული ნაწილის (40 საათის) ღირებულება:

** 10 საათის მოცულობის პრაქტიკულ ნაწილი უფასოდ,
** 30 საათის მოცულობის პრაქტიკული კურსის, ღირებულებაა 200 ლარი.

სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.

მისამართი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, N4 (საბურთალო-პალასი)
web: prosperoclinic.ge
f: prospero პროსპერო
ელფოსტა: prosperoclinic@gmail.com
ტელეფონი: 510 10 05 99
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია