Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668486&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მაღაზია ნექსთი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ბრენდული მაღაზია "ნექსთი" აცხადებს ვაკანსიას და ეძებს შრომისმოყვარე, ენერგიულ და კომუნიკაბელურ საწყობის თანამშრომელს ვაკის ფილიალში.

სამუშაო საათები: დღეში 6 საათი (მცოცავი)
ანაზღაურება: 790 ლარი ფიქსირებული + ბონუსები

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, განლაგება საწყობსა და დარბაზში მაღაზიის სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
** საჭიროების შემთხვევაში დარბაზში მომხმარებლების მომსახურება: საქონლის და მომსახურების შეთავაზება, საქონლის აღწერილობის მიწოდება, არჩევანის გაკეთებაში დახმარება.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 34

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: nextgecv@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია