Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668466&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური თანაშემწე
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური თანაშემწის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პარაფარმაცევტული საქონლის დასტიკერება;
** საქონლის თაროებზე განლაგება წინასწარ შედგენილი პრინციპების დაცვით და ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა;
** საქონლის მიღებასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის თაროებისა და პროდუქციის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** აფთიაქის დარბაზში არსებული პროდუქციის მეთვალყურეობა, მომხმარებლების ნაკადის კონტროლი.

უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** აკურატულობა;
** ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს: http://vacancy.psp.ge/

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 3 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია