დასახელება:
სტაჟირება დამწყები ფსიქოლოგებისთვის
|
მომწოდებელი:
ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი „დაო“
|
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი "დაო" აცხადებს 9-თვიან სტაჟირების პროგრამას "Youth for Youth", რომელიც შექმნილია ახალბედა ფსიქოლოგების პროფესიული განვითარების და პრაქტიკული გამოცდილების გასაზრდელად.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ფსიქოლოგები, პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერით, ჩაერთვებიან სკოლებში და ახალგაზრდულ სივრცეებში საგანმანათლებლო ტრენინგებისა და პრაქტიკული აქტივობების ჩატარებაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თვეში ერთხელ საგანმანათლებლო შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან.
** სოციალური მედიის აქტივობებსა და საინფორმაციო კამპანიებში ჩართულობა.
** თემატური პროექტებისა და საზოგადოებრივი კამპანიების განხორციელებაში მონაწილეობა.
** მენტორთან ერთად ლექციებისა და ვორქშოპების ჩატარება საგანმანათლებლო სივრცეებში.
** აქტივობების შემოქმედებითად დაგეგმვა და განხორციელება.
მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
შესაბამისი ფსიქოლოგიური თეორიების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებისთვის).
** კომუნიკაციის, ანალიზის, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარები.
მრავალფეროვან აუდიტორიასთან მუშაობის მზაობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** განვითარების სურვილი;
** მოტივირებულობა.
რას მიიღებ სტაჟირების ფარგლებში:
** პროფესიონალი მენტორის მუდმივ მხარდაჭერას.
** რეალურ სამუშაო გამოცდილებას სკოლებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში.
** პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკულ ცოდნას.
** კონტაქტების გაფართოებას ფსიქოლოგიის სფეროში.
** საკუთარი შემოქმედებითი იდეების რეალიზაციის შესაძლებლობას.
** სტაჟირების დასრულების შემდეგ სერტიფიკატს.
სამუშაო გრაფიკი:
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 9 თვე.
** სამუშაო დატვირთვა: კვირაში საშუალოდ 10-12 საათი (გრაფიკი შეთანხმებით).
შერჩევის პროცესი:
შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
** განაცხადების განხილვა;
** გასაუბრება.
განაცხადის წარდგენის პროცედურა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSexCZrGAjhz9chtGgKGd00idUUFIgt8lLO-4XhZqdPOEJXAUQ/viewform
ჩვენ შესახებ:
ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი "დაო" აქტიურად მუშაობს საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჩვენი საქმიანობა მოიცავს, როგორც თერაპიულ მომსახურებებს - ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და სხვადასხვა ტიპის თერაპიას, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებას, მათ შორის ტრენინგებსა და ვორქშოპებს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის. "დაო"-ს მისიაა, ხელი შეუწყოს როგორც ინდივიდების პიროვნულ ზრდასა და მხარდაჭერას, ისე საზოგადოების ფსიქო-საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერებას.
|
|
|
|