დასახელება:
ქიმიის ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
UG სკოლა
|
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ქიმიის ლაბორანტის პოზიციაზე.
"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.
გრაფიკი:
** ნახევარი განაკვეთი;
** კვირაში 4 დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესაბამის მიმართულებაში (ბიოქიმია, ქიმიური განათლება, ქიმიური ტექნოლოგიები);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქიმიის ლაბორატორიაში ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარების დროს მასწავლებლის დახმარება;
** უსაფრთხოების წესების დაცვა ლაბორატორიული მუშაობის დროს;
** ლაბორატორიული გაკვეთილებისთვის წინასწარ საჭირო ინვენტარის და მასალის მომზადება ცდების ჩასატარებლად;
** დახმარების გაწევა როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლისთვის ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობისას;
** ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ლაბორატორიის ინვენტარის და მასალების მოწესრიგება;
** გამოცდების დროს: საგამოცდო მასალების ტექნიკური მომზადება; მასწავლებლის მხარდაჭერა გამოცდის მიმდინარეობისას; უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
უნარები:
** თავაზიანი;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.
"იუჯი სკოლაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იუჯი სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.
"იუჯი სკოლაში" შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
|
|
|
|