Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: სტუდია 9
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინისა და სამშენებლო მიმართულებით.

კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge

"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სტრატეგიულ ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით; შესაბამისი უკუკავშირების მიღება და გაზიარება მენეჯმენტთან;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი დოკუმენტის წარმოება, მიწოდება შესაბამის მხარეებთან და შესრულების პროცესში კომუნიკაცია;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტის ვადების დაცვისა და შესრულების ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** კომპანიაში დანერგილი ელექტრონული პროექტების მართვის სისტემის ადმინისტრირება და პროცესების კოორდინაცია;
** კომუნიკაცია - ძირითადი საკონტაქტო პირის როლის შესრულება, კომპანიის მენეჯმენტთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება ქართულ/ინგლისურ ენაზე.
** კომპანიის კალენდრის მართვა, დაგეგმილი შეხვედრების ასახვა და ჩართული პირების ინფორმირება;
** აღმასრულებელი დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** აღმასრულებელ დირექტორთან ერთად პროექტებში ჩართულობა, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის მოკვლევას, მონაცემთა ანალიზს, დეპარტამენტებთან თანამშრომლობას.
** აღმასრულებელი დირექტორის კალენდრის მართვა: შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, Info მეილების მართვა, სოციალურ პლატფორმებზე შემოსული ტექსტური შეტყობინებების მართვა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** კომპანიისათვის საჭირო ადმინისტრაციული შესყიდვების განხორციელება და საანგარიშგებო თვის დახურვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე