დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
კაბა
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"კაბა" არის 30 წლიანი გამოცდილების ქართული ბრენდი ქალბატონებისთვის. ბაზარზე წარმოდგენილია 3 ფილიალით .ქსელში ასევე შეხვდებით ჩვენს პარტნიორ ბრენდებს: გეფერინი, ოპალი, კოტესი, რატიანი, დარი, ჩემი ჯემი და სხვა.
"კაბა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლში
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** -40% კორპორაციული ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 200-400 ლარის დიაპაზონში
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება;
** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: office@kabaofficial.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების კონსულტანტი".
|
|
|
|