Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668332&print=yes&view=jobs
 
დაცვის სამსახურის თანამშრომელი - ფოთი, ხობი, სენაკი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბლექ სი პეტროლიუმი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
შპს "ბლექ სი პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

სამუშაო ადგილი:

** ქ. ფოთი, სოფელი ყულევი (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა);
** ქ. ხობი;
** ქ. სენაკი;
** ქ. ლანჩხუთი;
** ქ. ოზურგეთი;
** ქ. ზუგდიდი;


სამუშაო გრაფიკი: 24 საათი - 4/1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესასვლელ-გამოსასვლელების კონტროლი - თანამშრომლების და ვიზიტორების იდენტიფიკაციის შემოწმება, შესვლის/გამოსვლის რეგისტრაცია.
** პატრულირება - ქარხნის შიდა და გარე პერიმეტრის დარაჯობა და მონიტორინგი.
** საგანგებო მზადყოფნა - საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში სიგნალის მიცემა, ტერიტორიის ევაკუაცია და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება.
** დაცვითი სისტემების მართვა - კამერების, სიგნალიზაციის, საბარათო კონტროლის სისტემების გამოყენება და პერიოდული შემოწმება.
** რეგლამენტების შესრულება - ქარხნის უსაფრთხოების პოლიტიკის, შიდა წესებისა და ინსტრუქციების დაცვა და დამრღვევებზე რეაგირება.
** მატერიალური ფასეულობების დაცვა - ნავთობპროდუქტების, ტექნიკის და ქარხნის სხვა ქონების უსაფრთხოება.
** ანგარიშგება - უსაფრთხოების ინციდენტების, დარღვევების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, დაკვირვებულობა
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დამატებითი ბენეფიტი:

** დაზღვევა
** კვება
** ტრანსპორტირება

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Hr@bsp.com.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია