Робота для біженців з України
ოფისის ოპერატორი/შიდა პროგრამის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ოპერატორი/შიდა პროგრამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ოპერატორის/შიდა პროგრამის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დეპარტამენტი: ადმინისტრაცია/მომხმარებელთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)

ვაკანსიის აღწერა:

კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ოფისის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალის ოფისის გამართულ და ეფექტურ მუშაობას. ოპერატორის ფუნქცია მოვალეობაში შედის მომხმარებლების და ტექნიკური ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება, კომუნიკაციის მართვა და შიდა პროგრამაში ინფორმაციის განთავსება.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და გადამისამართება.
** სერვის ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია.
** მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლისა და მომსახურების მონაცემების რეგისტრაცია და განახლება.
** დღის მარშრუტების კოორდინაცია.
** ანგარიშგებების, ინვოისების და ოფის დოკუმენტაციის მომზადება.
** შიდა პროგრამის ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ფაილების დამუშავება, მონაცემთა შეყვანა, კორექტირება, მომხმარებლებისა და სერვისების დამატება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებასა ან კოორდინატორის პოზიციაზე.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირება.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გარემო.
** მეგობრული გუნდი.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** სამუშაო სპეციფიკის და შიდა პროგრამის შესწავლა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე