Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668322&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხო სკოლის კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხო სკოლის კოორდინატორი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხო სკოლის კოორდინატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

პოზიციის მიზანი - სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს სკოლის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას;
** შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთს სკოლაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ან გამოვლენილ სამართალდარღვევას და მათ შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
** მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებსა და სკოლის დირექციას აწვდის ინფორმაციას სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
** საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) ხელს უწყობს მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების ევაკუაციას;
** ასრულებს მედიატორის როლს დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის, ავლენს კონფლიქტურ სიტუაციებს და მონაწილეობს მათ მოგვარებაში;
** მონაწილეობას იღებს სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრებში;
** აკონტროლებს მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ სასწავლო და სამუშაო დისციპლინის დაცვა სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად;
** სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ქმნის ელექტრონული საინფორმაციო ბაზას;
** ზრუნავს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ მუშაობაზე. დაზიანების შემთხვევაში აცნობებს დირექტორს და იღებს ზომებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად;
** სკოლის ვიზიტორებისთვის კონსულტაციის გაწევა, შენობის დათვალიერება, შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განხორციელების მონიტორინგი;
** სასწავლო პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორებისა და პრობლემური საკითხების გამოვლენა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

კვალიფიკაცია და უნარები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შამილაძის #30
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 1

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge. სათაურში მიუთითეთ: უსაფრთხო სკოლის კოორდინატორი.

ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333 370

გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია