Робота для біженців з України
დიასახლისი, მცხობელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი, მცხობელი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის და მცხობლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

1. დიასახლისი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
დატვირთვა: 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** სკოლის ოთახების, დერეფნების, შიდა ტერიტორიის, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება;
** მოთხოვნის გაკეთება სანიტარულ ჰიგიენური საშუალებების მიწოდებაზე;
** ნარჩენების სწორად განთავსება და დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** სამუშაოსთვის საჭირო სათანადო ინვენტარის, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების მოთხოვნის დროული დაფიქსირება;
** ქიმიური საშუალებების გამოყენება მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

კომპეტენცია/პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

2. მცხობელი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
დატვირთვა: 08:00-16:30 (ორშაბათი-პარასკევი)

ვეძებთ გამოცდილი მცხობელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება:

** ცომის მომზადებაზე;
** გამოცხობაზე;
** პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფაზე.

სამუშაოს მოიცავს:

** რეცეპტების დაცვას;
** სანიტარული ნორმების დაცვას და გუნდთან კოორდინაციას.

აუცილებელია მუშაობის გამოცდილება ან მცხობელობის უნარები.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და გამართული სამუშაო გარემო
** მეგობრული და ორგანიზებული გუნდი
** ზუსტი და დროული ანაზღაურება

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - დიასახლისი/მცხობელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579333370

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბრამდე.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე