Робота для біженців з України
კონტენტის შემქმნელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტის შემქმნელის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

კონტენტ და სოციალური მედიის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის კონტენტ სტრატეგიის და სოციალური მედიის აქტივობების მართვაზე. ის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნას და მის გავრცელებას.

ძირითადი მოვალეობები:

კონტენტ სტრატეგია

** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** კონტენტის ტიპების განსაზღვრა და შინაარსის შექმნის გეგმების შემუშავება.

სოციალური მედია

** სოციალური მედიის კამპანიების მართვა და განხორციელება.
** სოციალური მედიის არხების მართვა და მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

შინაარსის შექმნა

** კონტენტის შექმნა და მართვა სხვადასხვა პლატფორმებზე.
** ვიდეო, ბლოგები, სტატიები, ინფოგრაფიკა და სხვა კონტენტის ფორმების შექმნა.

ანალიტიკა

** სოციალური მედიის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
** KPI-ების განსაზღვრა და მათი შესრულების მონიტორინგი.

ანგარიშგება

** კონტენტ კამპანიების წარმატების და შედეგების შეფასება.
** მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი.

კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია კვალიფიკაცია მარკეტინგის ან სოციალური მედიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი საკომუნიკაციო და წერის უნარები ქართულ ენაზე (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პროექტებზე ერთდროული მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, შამილაძის #30
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 1

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge. სათაურში მიუთითეთ: კონტენტის შემქმნელი.

ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333 370

გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე