დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ქლინ-ლაინს
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"ქლინ-ლაინს" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე ბათუმში.
კომპანიის იურისტის მოთხოვნები:
** განათლება - იურიდიული უმაღლესი განათლება (ბაკალავრი, სასურველია მაგისტრი).
** კანონმდებლობის ცოდნა - საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის, საგადასახადო და სხვა კოდექსები.
** ხელშეკრულებების შედგენა და ანალიზი - უნარი, სწორად შეადგინოს, გადაამოწმოს და გაანალიზოს ხელშეკრულებები.
** სამართლებრივი დასკვნების მომზადება - კომპანიის ან კერძო პირის საკეთილდღეოდ.
** სასამართლო და ადმინისტრაციული პროცესები - საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობა სასამართლოში ან სახელმწიფო სტრუქტურებში.
** იურიდიული კონსულტაცია - თანამშრომლებისთვის და ხელმძღვანელობისთვის.
** დოკუმენტაციის მართვა - კომპანიაში შემოსული/გასული იურიდიული დოკუმენტების სწორად დაპროცესვა.
** ლიცენზიები და ნებართვები - ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/მიღება.
** კომუნიკაციის უნარები - მოლაპარაკების წარმართვა პარტნიორებთან, კონტრაგენტებთან და სატენდერო დოკუმენტაციების გაანალიზება.
** კომპიუტერული ცოდნა - საოფისე პროგრამები (Word, Excel, PowerPoint), სამართლებრივი ბაზების გამოყენება.
** უცხო ენები (სასურველია) - განსაკუთრებით ინგლისური სამართლებრივი დოკუმენტების სამუშაო დონეზე.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** შედეგზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.
** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, იურიდიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და არსებობის შემთხვევაში სხვა სერტიფიკატები. ფოსტაზე: info@cleanliness.ge, თემაში მიუთითეთ: "იურისტი".
|
|
|
|