Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=668241&print=yes&view=jobs
 
სერვისის უფროსი მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის უფროსი მიმღები
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" არის ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის "ტოიოტა"-ს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის უფროსი მიმღების (Foreman) პოზიციაზე სერვისის დეპარტამენტში.

პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მეორადი ავტომობილების შემოწმება კომპანიის მიერ განსაზღვრული გაიდლაინის შესაბამისად;
** სერვისის მიმღები გუნდის საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
** შემოწმების შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგების მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** კომპანიის შიდა წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება კომპანიის კლიენტებისთვის;
** მენეჯმენტთან დროული კომუნიკაცია აღმოჩენილი პრობლემების ან გაუმართაობის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 116.
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00, შაბათ დღეს 09:30 საათიდან 14:00 საათამდე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდში - ტოიოტას გლობალური სტანდარტების შესაბამისად.
** ანაზღაურებადი ტრენინგები და შესაძლებლობა პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება.
** კარიერული ზრდის პერსპექტივა შოურუმსა და კომპანიის სხვა დეპარტამენტებში.
** სოციალური პაკეტი და თანამშრომელზე ორიენტირებული პირობები.
** თანამედროვე, კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com. მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, info@toyota-tbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია