Робота для біженців з України
ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.

ორგანიზაციის მისიაა: თანაბარი პირობების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის მიზნით.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" აცხადებს კონკურსს ფიზიკური თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სასურველია ბავშვებთან/შშმ ბავშვებთან მუშაობის, გამოცდილების ქონა;

პიროვნული მახასიათებლები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** პუნქტუალური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: ჩატარებული სესიების მიხედვით, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიული ცოდნა;

განაცხადის წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ.ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
** გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. რეზიუმე/CV

განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com, "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო ტელეფონი: 595037045
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე