დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მოლარე-ოპერატორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომპანიის ყოველდღიური სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული შესრულება;
** ნაღდი ფულის მიღება და გაცემა ფიზიკურ პირებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** შემოსული და გასული თანხების სწორად აღრიცხვა და სალაროს ყოველდღიური ანგარიშგება;
** საბანკო გადარიცხვებისა და ნაღდი ფულის ოპერაციების მართვა;
** ინვოისების მომზადება და გადახდის დოკუმენტების დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროგრამული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია სალაროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|