დასახელება:
HR სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რუსთავის ფოლადი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
შპს "რუსთავის ფოლადი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქალაქი რუსთავი, გაგარინის ქ. N12
პოზიციების რაოდენობა: 1
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი
გამოსაცდელი ვადა: 3-დან 6 თვემდე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 2000-დან 2500 ლარამდე (დარიცხული) გამოცდილების შესაბამისად.
აუცილებელი/სასურველი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word, MS PowerPoint, MS Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონეზე)
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია არანაკლებ A2 დონეზე)
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ბონუსებისა და ბენეფიტების ადმინისტრირების მიმართულებით (დაზღვევა, FitPass);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (მინიმუმ B1).
ფუნქციები:
** შრომითი ხელშეკრულებებისა და დამატებითი შეთანხმებების მომზადება, არსებული ხელშეკრულებების ვადის კონტროლი;
** შესაბამისი საკადრო ბრძანებების/ხელშეკრულებების მომზადება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
** შვებულებებისა და გაცდენების აღრიცხვა;
** სამსახურებრივი ცნობების მომზადება;
** დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება (ყოველთვიური ანგარიშგება, ბენეფიციარების დამატება, გაუქმება და ა.შ.);
** უცხოელ თანამშრომლებთან საორგანიზაციო საკითხებზე კომუნიკაცია (ბინის ქირები, დაზღვევა, ბინადრობის ნებართვა);
** 1C პროგრამაში თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაზღვევის შესახებ მონაცემების შეყვანა და მონიტორინგი;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის გრძნობით
ჩვენ გთავაზობთ:
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
** დღის განმავლობაში ერთჯერადი კვება
** FitPass
** სწავლება და მუდმივი განვითარება (ტრენინგები, სასწავლო პროგრამები)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR სპეციალისტი". გთხოვთ, რეზიუმე დაასათაუროთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "რუსთავის ფოლადი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ნომერი: 577 177 900
ელ. ფოსტა: Hr@rustavisteel.ge
|
|
|
|