Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - სოფელი დიდი ლილო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ევრო ბრენდი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოდგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში თბილისი, სოფელი დიდი ლილო, გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი N3

ძირითადი მოთხოვნები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** საწყობში, მიღებულ პროდუქციაზე შტრიხკოდების მინიჭება-ბეჭდვა; ფილიალებისთვის შტრიხკოდების გამზადება, ბეჭდვა.
** პროდუქციის გადაწერა საწყობიდან ფილიალებზე.
** ფილიალიდან მიღებული პროდუქციის აღწერა.

ხელფასი 1000 ლარი ნეტი (ხელზე ასაღები); დამატებით ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა ნაწილობრივ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: "საწყობის ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე