დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
პოლიმერი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
|
"პოლიმერი" პლასტმასის პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 37 წელია. "პოლიმერი"-ს მიზანია აწარმოოს საქართველოში, სუფთა, მყარი მასალისგან დამზადებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. "პოლიმერი" მუდმივად მიმართულია ზრდისა და განვითარებისკენ და ეძებს ახალ პროფესიონალებს, რომლებიც გახდებიან მისი წარმატების ნაწილი.
შპს. "პოლიმერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი (დიდი დიღომი, გუდვილის მომდებარე ტერიტორია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობა:
** სალაროს ოპერაციების მართვა
** ქვითრების გაცემის უზრუნველყოფა
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 16 ოქტომბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: Polimeri2025@outlook.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "პოლიმერი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|