Робота для біженців з України
სერვის დესკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: ტრანზაქციული სისტემები
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
კომპანია შპს "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ექვაირინგის განყოფილებაში სერვის დესკის ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში.
მდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაიწყე კარიერა ჩვენთან და მიიღე განვითარების შანსი!

ტრანზაქციული სისტემები ეძებს სერვის დესკის ოპერატორს სტაჟირებისთვის, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად გაიღრმავოთ ცოდნა საგადახდო სისტემების სფეროში და მომხმარებელთა მხარდაჭერაში.

მინიმალური მოთხოვნები:

** კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა.
** პირობები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება: 700 ლარი.
** სტაჟირების მაქსიმალური ვადა: 3 თვე (სტაჟირების დროულად დასრულების შემთხვევაში).
** სტაჟირების დასრულების შემდეგ: ანაზღაურება 900 ლარი + ბონუსი.

რატომ ჩვენთან?

** მიიღებთ გამოცდილებას და რეალურ ცოდნას საგადახდო სისტემების სფეროში.
** მეგობრული და მხარდამჭერი გარემო.
** სტაბილური კარიერული ზრდისა და განვითარების პირობები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: iana.bibiluri@tr-sys.eu, nika.machaidze@tr-sys.eu და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.10.2025.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე